1771789041
დღეს ქართველ იუნკერებს იხსენებენ
დიდი ტრაგედიის და ამავე დროს დიდი გმირობის ფურცელი საქართველოს ისტორიაში - დღეს ქართველ იუნკერებს იხსენებენ - იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 105 წლის წინ თბილისის მისადგომებთან საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.
კოჯორსა და ტაბახმელასთან გამართული სასტიკი ბრძოლების დროს დაღუპულთა შორის იყო მოწყალების და, 18 წლის მარო მაყაშვილიც. იუნკერები დღევანდელი საქართველოს პარლამენტის წინ დაკრძალეს. მათ პატივსაცემად, ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ მემორიალთან დღეს პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მივლენ.











