„დღეს ფინალია... გთხოვთ, ხმა მიეცით გიორგი გიგაშვილს!“ - ნიკოლოზ რაჭველი საზოგადოებას მიმართავს

ნიკოლოზ რაჭველი და გიორგი გიგაშვილი

დღეს, 30 მარტს რუბინშტეინის კონკურსის ფინალია, სადაც ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილიც იღებს მონაწილეობას.

ნიკოლოზ რაჭველი მოუწოდებს საზოგადოებას მხარი დაუჭირონ გიორგი გიგაშვილს, რადგან გარდა ჟიურისა, მაყურებლის ხმასაც აქვს მნიშვნელობა.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ: https://bit.ly/3JYyO0r

„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა

„გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია…იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა” – ნიკოლოზ რაჭველი

„ძვირფასო მეგობრებო, ხვალ რუბინშტეინის კონკურსის ფინალია, გარდა ჟიურისა მაყურებლის ხმასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ გთხოვთ მოცემულ ბმულზე შეხვიდეთ:

http://bit.ly/3LYaM8u

მიიღებთ კოდს, დააკოპირეთ კოდი, შემდეგ დააჭირეთ კონკურსის ლოგოს და ხმა მიეცით გიორგი გიგაშვილს! ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა და თანადგომის უნარი! გიორგი გიგაშვილის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა ამ მართლაც ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან მუსიკალურ კონკურსში!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.