ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გაორმაგდება და 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს. გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გავაორმაგოთ დახმარება. 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2 ათასი ლარი.
მანამდე გახსოვთ, ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ეს ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებზეც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830
რატომ არ მიფრინავენ ბეღურები თბილ ქვეყნებში
1750274406