1781210306
დედის დაკრძალვიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა... - საზოგადოება „საჩხერელი“ მწერალ დავით კერესელიძეს ემშვიდობება
საზოგადოება „საჩხერელი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და მწერალ დავით კერესელიძის გარდაცვალების შესახებ წერს.
„სიკვდილზე ძლიერია დედისა და შვილის სიყვარული...
ენით აღუწერელი ტკივილი და თავზარდამცემი ტრაგედია დაატყდა თავს ჩვენს ოჯახს - ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ საყვარელი დედის დაკრძალვიდან სულ რამდენიმე საათში, გარდაიცვალა დავით კერესელიძე!
თითქოს მისმა გულმა ვერ გაუძლო სათაყვანებელი დედის ამქვეყნიდან წასვლას და დედაშვილურმა სიყვარულმა ის მარადისობაში გააყოლა.
დათო იყო გამორჩეული, თბილი, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი, რომელმაც ყველას გულში წარუშლელი კვალი დატოვა.“
საზოგადოება „საჩხერელი“ უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
დაე, დედისა და შვილის სულებმა დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი!“,- ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313











