დედას ვეძებდი და მგონი, მამას მივაგენი... - თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე

პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ შესაძლოა, მალე საკუთარ ბიოლოგიურ მამას მიაკვლიოს.

მუსერიძის თქმით, ამერიკაში მცხოვრები გოგონა დაუკავშირდა, ტესტი გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ მამის მხრიდან თამუნა მუსერიძის ნათესავია.

ნია ზარანდიას ახლო ნათესავებს უკვე გაუკეთეს გენეტიკური ტესტები, მხოლოდ ორი მამაკაცი დარჩა, რომელთა შორის, თამუნა მუსერიძე ფიქრობს, რომ მამა შეიძლება იყოს.

„არც ერთი მგავს გარეგნულად. არ სჯერათ, რომ მათი შვილი შეიძლება ვიყო და თვითონაც შოკში არიან. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ – 18 წლის, მეორე – 38-ის. 38 წლის რომელიც იყო მაშინ, ის უფრო დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამხელა მამაკაცისგან რომ ქალი ორსულად არის, რატომღა უნდა გააშვილოს ბავშვი?! ბევრი ალოგიკური ამბავია. თუ მამა აღმოჩნდა რომელიმე, დედის კვალზეც გავალ…“ - აცხადებს მუსერიძე.