დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

ფორუმი

21 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვანი კომპანიების HR მენეჯერებს და გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს.

ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე, ფარმაციისა და განათლების მიმართულებებით.

ახალციხის დასაქმების ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტი „ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით ჩატარდება.

რეგიონული დასაქმების ფორუმის მიზანია ადგილობრივი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთდაკავშირება, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და რეგიონში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.

✕