5 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვი საძილე ტომარაში წებოვანი ლენტით იყო შეკრული (უცხოეთი)
1792427587
კანადის პროვინცია ალბერტაში რეფერენდუმი მიმდინარეობს, უნდა გამოეყოს თუ არა ნავთობით მდიდარი პროვინცია კანადას. მოსალოდნელია, რომ სეპარატისტები დამარცხდებიან, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, დებატები ამით არ დასრულდება.
Angus Reid-ის გამოკითხვით, ალბერტელთა 66% კანადაში დარჩენას აპირებს, თუმცა ყოველი ხუთიდან სამს სჯერა, რომ სეპარატისტული მოძრაობა არასდროს გაქრება. დამოუკიდებლობის მომხრეები ფედერალურ მთავრობას ადანაშაულებენ, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკით ნავთობის ინდუსტრია იზღუდება. ამასთან, ალბერტას, ქვეყნის ეკონომიკაში უფრო მეტს წვლილს შეაქვს, ვიდრე სანაცვლოდ იღებს.
ალბერტას რეფერენდუმი პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთვის დამატებითი გამოწვევაა აშშ-ის ტარიფებისა და ტრამპის მოწოდებების ფონზე, რომელსაც სურს კანადა ამერიკის 51-ე შტატად აქციოს. კარნიმ გასულ კვირას „დარჩენის“ მხარდასაჭერად კამპანიაც კი აწარმოა.
ალბერტას პრემიერი დენიელ სმითი, რომელიც თავადაც დარჩენის მომხრეა, რეფერენდუმის დანიშვნას საკუთარი პარტიის რადიკალური ფრთის ზეწოლის შემდეგ დათანხმდა.
დამოუკიდებლობის მომხრეთა 60% ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ფედერალური მთავრობისთვის „გზავნილის გაგზავნა“ სურთ და მხოლოდ 37% უნდა რეალურად დამოუკიდებლობა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.