ჩვენ მხოლოდ თანადგომა გვმართებს ტრაგედიების ჟამს და თუ ეს არ „შეგიძლია“ ვინც ახლა ჭკუისკოლოფობ, ენა ჩაიგდე! - ექსკურსიის დროს გარდაცვლილი გოგოს დედა

lana nikoleishvili

„ჩვენ მხოლოდ თანადგომა გვმართებს ტრაგედიების ჟამს და თუ ეს არ "შეგიძლია", ვინც ახლა ჭკუისკოლოფობ, ენა ჩაიგდე!“ - ამის შესახებ სასკოლო ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სად ეგდო დედამისი? - ეს ფრაზა არ ამომდის თავიდან და ასეთებმა მიმიყვანეს უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე.
თავის მოკვლაზე მიფიქრია... ზუსტად იქ, იმ ადგილზე, ისე მინდოდა გადავყოლოდი ჩანჩქერს, შევეთრიე ლოდის ქვეშ და გამევლო ის სატანჯველი, რაც ჩემმა შვილმა გაიარა, მაგრამ ვერ შევძელი. ვერ დავთმე სიცოცხლე.

არავითარი ,,სხვა შვილები,, არ ყოფილა ფაქტორი იმისა,რომ დავრჩენილიყავი ცოცხალი. თუ თვითმკვლელობას გადაწყვეტ, იქ ვერავისზე ფიქრობ. მე ვფიქრობდი და ვერ გადავწყვიტე. შემეშინდა. არ მრცხვენია ამის აღიარების.სად ეგდო დედამისი? განა რამდენი დედა მიყვებით მეთერთმეტე კლასელს ექსკურსიაზე? რამდენს გაქვთ ხელი ჩაკიდებული 16 წლის შვილზე და დაატარებთ ისე? ხალხის ერთმა ნაწილმა გადამიარა, მაგრამ მეორე, საღად მოაზროვნე, დამიდგა სიტყვით გვერდით ისე,რომ შვებას და სუნთქვის საშუალებას მაძლევდა. დღესაც მამხნევებს ადამიანების თბილი სიტყვა. გადაბრუნებული ურმიდან ნუ გასცქერით, განსჯით და პროფესორობთ!ჩვენ მხოლოდ თანადგომა გვმართებს ტრაგედიების ჟამს და თუ ეს არ „შეგიძლია“ ვინც ახლა ჭკუისკოლოფობ ,ენა ჩაიგდე! დამთავრდა იმ ოჯახის და ყველა შვილდაკარგული ოჯახის ბედნიერება იმ წამს, როცა შვილი დაკარგა. უბედურს კი, ბინძურ წიხლს, ნურავინ დააჭერს, “- ლანა ნიკოლეიშვილი.