„ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს სანდრო გეგეჭკორი

სანდრო გეგჭკორი

ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა!, - ამ შინაარსის პოსტს პიანისტი სანდრო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საზოგადოებას მორიგ წარმატებას უზიარებს.

დღეს, 2023 წლის 31 მარტს შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა! ჩავირიცხე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში“ და სწავლას გავაგრძელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში 2023 წლის აგვისტოდან!

მინდა ყველა ადამიანს, თითოეული თქვენგანს, ჩემს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას გადავუხადო უდიდესი მადლობა!.“ - წერს პიანისტი.