შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
წელს მარიამობა პარასკევს ემთხვევა, რომელიც მართლმადიდებლურ კალენდარში მარხვის დღედ ითვლება.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მარიამობა დიდი საეკლესიო დღესასწაულია, პარასკევის მარხვის გამო ამ დღეს ხსნილი არ არის და მორწმუნეებისთვის მარხვა გრძელდება.
ამასთან დაკავშირებით, კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მარიამობა რომ პარასკევს დაემთხვა და მარხვაა, რამდენ ცხვარ-ბატკანს გაუხანგრძლივდა ცხოვრება... ხუმრობა იქით იყოს და, როდესაც ასეთი სიტუაციაა და აუცილებლად კარგი სუფრის გაწყობა გვაქვს გეგმაში, მომდევნო დღეს უნდა გაკეთდეს, რომ ღმერთი არ განვარისხოთ და ეშმაკის დასაცინები არ გავხდეთ, არ გამოვა თან საეკლესიო დღესასწაულს აღნიშნავდე და პარალელურად, მის წმინდა მარხვას ტეხავდე“.