„არ ვიცი, რა ვუთხრა, როცა სტკივა...“ - პატარა ბარბარეს ფილტვების ჩაკეტვა ემუქრება

ბარბარე

პატარა ბარბარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვის დედა შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.

ბარბარეს, შესაძლოა, ფილტვები ჩაეკეტოს. 

„თუ ღმერთი გწამთ დამეხმარეთ, მომეცით შანსი, რომ ჩემი შვილი გადავარჩინო. 5000$ დაფინანსება დიდი ბრძოლის შემდეგ, მივიღეთ ჯანდაცვიდან, დარჩენილია 5000$ სასწრაფოდ, როგორმე ჩემ ბარბარეს უნდა ჩავუტარო აღნიშნული კვლევა. ბავშვი უკიდურესად დამძიმდა, ტკივილები თვალის ორივე მხარეს გაუსაძლისი გახდა, ყოველ ღამეს თეთრად ვათენებ. არ ვიცი რა ვუთხრა, როცა სტკივა არ ვიცი რა ვთქვა. თანხის არ არსებობის გამო ვერაფერს ვაკეთებ. გთხოვთ დამეხმარეთ, ეს თანხა არ არის ის ოდენობა რომ მე თქვენი დახმარებით ვერ ავაგროვო

გემუდარებით, ამ ერთხელაც დაუდექით გვერდით ჩემს შვილს. ნუ გამიწირავთ, გთხოვთ 

ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილზე… სულ ერთი წამით და მიხვდებით რაოდენ მძიმეა ჩემი მდგომარეობა….ანგარიშის ნომერები:საქართველოს ბანკი:GE08BG0000000533623177#GE08BG0000000533623177თიბის ბანკი:GE03TB7753345061600059#GE03TB7753345061600059პ/ ნ 41001028412მიმღები თეო რობაქიძე