„აკაკუნეთ კლავიატურაზე დედიკოს ბიჭებო, ყეფეთ, ქართველები აქ მოწოდების სიმაღლეზე დგანან“ - დომენიკ მანგო კრიტიკოსებს

დომენიკ მანგო

უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო კრიტიკოსებს პასუხობს.

„დედიკოს ბიჭების სტანდარტული ფრაზა „თქვენ მანდ სურათების და ვიდეოების გადასაღებად წახვედით“; დედიკოს ბიჭები: „არ ხარ უკრაინაში, სურათი გადაიღე ტანკთან“ - გადავიღე.

დედიკოს ბიჭები: „დადგა ტანკთან და პოზიორობს, მეტი საქმე არააქვს?“ - გადავედი საქმეზე

ასევე დედიკოს ბიჭები: „ომს გაექცა და ქალებს და ბავშვებს აფარებს თავს“ - შევასრულე ევაკუაციის გეგმის ორგანიზება

დედიკოს ბიჭები: „ფულს შოულობს“

ახლა კი რეალურად: რომ არა სოციალური ქსელი და საშუალება იმისა, რომ არსებული საჭიროებების შესახებ ხმა მიმეწვდინა ხალხისთვის, მინიმუმ, აქამდე ვერ ჩამოაღწევდა ქართველი მეომრები და ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ჩარჩებოდა რისკქვეშ. დედიკოს ბიჭების „სემიჩკის“ კნატუნის ფონზე, სანამ ისინი კომპიუტერის კლავიატურაზე აკაკუნებენ, ერთხელ მაინც რომ დამეჯერებინა მათთვის, ახლა ყველაფერი ეს არ იქნებოდა.

ერთს დავამატებ კიდევ. ქართველები აქ მოწოდების სიმაღლეზე დგანან. ომის წესის გამო ვერ ვყვები ამბებს, თორემ აღფრთოვანებით ვარ აღსავსე ამათ შემხედვარე. ასე რომ, აკაკუნეთ კლავიატურაზე დედიკოს ბიჭებო, ყეფეთ, ჩვენი ქარავანი კი ჩაგიქროლებთ“, - წერს აქტივისტი.