ირაკლი კობახიძე უკრაინაში შესაძლო ვიზიტზე: ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე

„ქართული ოცნებისი“ თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის უცხოელი პარტნიორების ჩართულობით.

„რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის ჩვენც საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, ამის შემდეგ გავახმოვანებთ ჩვენს პოზიციას“, - აცხადებს კობახიძე.