„8 თვის ფეხმძიმე ამშობიარეს... სამი შვილი დარჩა“ - ახალგაზრდა ქალი ტრაგიკულად გარდაიცვალა

ქეთი კოპალეიშვილი

გუშინ დაკრძალეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა. ქეთი კოპალეიშვილი, რომელიც 8 თვის ფეხმძიმე იყო, კლინიკაში ფილტვების ანთებით მოათავსეს.

მომხდარზე გარდაცვლილი ქალის ახლობელი, ლელა გელენიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

ქეთი 2 იანვარს, ფილტვების დახურვით შეიყვანეს კლინიკაში და 19 იანვრამდე აპარატზე იყო. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, 8 თვის ფეხმძიმე ამშობიარეს... ექიმებმა შეძლეს და ახალშობილი გადაარჩინეს. ქეთის 5 დღის წინ გაუჩერდა გული... 3 შვილი დარჩა, 3 ბიჭი... - გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.