კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა... - რას წერენ ტრაგიკულად გარდაცვლილ მოძღვარზე

მამა იოსები

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. სასულიერო პირის ტრაგიკულ გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს

გელათის მამათა მონასტრის წინამძღვარზე სოციალურ ქსელში მოქალაქე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და მანქანით არ წაეყვანათ. კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა და მრევლი სთხოვდა, რბილ ბალიშს მოგიტანთო.

ისიც კი გამიგია, პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ ისე მკაცრად მარხულობდა. ადამიანი, ვინც ხორცს ვნებდა სულის სიწმინდისთვის. სულ ერთხელ მყავს ნანახი, გელათში ნათლობაზე და სულ თვალწინ მიდგას, ისე მომნუსხა, ღმერთის მოციქული იყო ნამდვილად! ძალიან დამწყდა გული“, – წერს ნანა ორმოცაძე.