„დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა...“ - კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
1793859397
მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. მასწავლებლებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.
11, 12, 13 და 14 იანვარს საგნის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყება.
15 იანვარს უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის - დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილის გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 10:30 საათზე. ამავე დღეს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდებზე რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 13:30 საათზე.
2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
გამოცდების დეტალური განრიგი და საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.