ყველაფერი მანდატურს მოუყვა... - 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის შემზარავი საქმის ახალი დეტალები

zaladoba

13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შესაძლო დანაშაულის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოს სკოლამ შეატყობინა.

დაკავებულია 54 წლის მამაკაცი, რომელსაც შვილიშვილზე, 13 წლის გოგონაზე, სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ის ბრალს არ აღიარებს.

13 წლის გოგონას სკოლაში ჰყვებიან, რომ მსხვერპლმა ყველაფერი მანდატურს მოუყვა, რის შემდეგაც მოძალადე დააკავეს.

არასრულწლოვანი, ამჟამად, სკოლაში გაკვეთილებს არ ესწრება და ფსიქოლოგთან კონსულტაციებს გადის. მამაკაცს კი 15-დან 20- წლამდე პატიმრობა ემუქრება.