ცნობილი ქართველი „ტიკ-ტოკერი“ თიკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1754334816
ფინალურ ეტაპზეა ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი. დღეს სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით გამოდის, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საბოლოო სიტყვა გუშინდელ სასამართლოზე ბრალდების მხარემ თქვა. პროკურორმა ორწლიანი პროცესი, მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული მტკიცებულებები შეაჯამა. ბრალდება დარწმუნებულია, რომ სასამართლო ბასილაშვილს დამნაშავედ გამოაცხადებს.