1753735351
ვასილ მხეიძის ადვოკატი: ოფიციალურად ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი მითვისება, გაფლანგვის, კონკრეტულად კი გაფლანგვის მუხლი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს

ოფიციალურად ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი მითვისება, გაფლანგვის, კონკრეტულად კი გაფლანგვის მუხლი, - განაცხადა ვასილ მხეიძის ადვოკატმა ზაალ გურასაშვილმა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს, მასალები ჯერ არ გადმომცემია, არ ვიცნობ მასალებს, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო და არ აღიარებს“, - აღნიშნა ზაალ გურასაშვილმა.
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ სამ ადამიანს ბრალი წარუდგინა. ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა. ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი, ბრალს არ აღიარებს.