ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
1759175547
სროლა ამერიკაში - ეკლესიის ეზოში თავდამსხმელი პიკაპით შეიჭრა, ავტომობილიდან გადმოვიდა და საკვირაო მსახურებაზე შეკრებილ ასობით ადამიანს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა, სროლის შემდეგ ეჭვმიტანილმა აალებადი ნივთიერების გამოყენებით შენობას ცეცხლი წაუკიდა.
თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები მობილიზდნენ, თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც ძალოვნებმა მისი ლიკვიდაცია განახორციელეს.
ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციამ 4 ადამიანის ცხედარი გამოიტანა, რვა კი, მათ შორის ბავშვები, მძიმე მდგომარეობაში, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეკლესიაში ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დრომდე უცნობია დანაშაულის მოტივი, FBI საქმეს, "მიზანმიმართული ძალადობის აქტის" კვალიფიკაციით იძიებს. ცნობილია, რომ თავდამსხმელი 40 წლის თომას ჯეიკობ სანფორდი, წლების განმავლობაში საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა, მას სერჟანტის წოდება ჰქონდა.
მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ ბლანკში მორმონების ეკლესიაში მომხდარ დანაშაულს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა და მომხდარს ქრისტიანებზე მიზანმიმართული თავდასხმა უწოდა. ტრამპის გადაწყვეტილებით შტატში FBI-ის 100 აგენტი ჩავიდა.