ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
1759175547
უცხოური დაფინანსება და მათ შორის, თანხების არასწორი, არალეგალური მოძრაობა შეინიშნება, რომელიც დიდწილად, ალბათ, ჩაანაცვლებს იმ უცხოურ დაფინანსებას, რომელიც „ენჯეოების“ მეშვეობით ექსტრემიზმში მიდიოდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გიული ალასანიას უნივერსიტეტზე საუბრისას.
„უკვე პირდაპირ უცხოური ფინანსება ვეღარ ხვდება აქციის დაფინანსებაში, თუმცა მოახერხეს, გვერდის ავლით, მათ შორის გიული ალასანიას უნივერსიტეტის ჩართულობით დააფინანსონ ის ახალგაზრდები, რომლებიც დიდწილად ექსტრემიზმით არიან დაკავებული.
გიული ასანიაც ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაცია ახალგაზრდების რეკრუტინგს ეწევა. თუმცა, რა თქმა უნდა, პირდაპირ არავინ გვეტყვის, რომ ეს ექსტრემიზმს ეხმარება. უცხოური დაფინანსება და მათ შორის, თანხების არასწორი, არალეგალური მოძრაობა შეინიშნება, რომელიც დიდწილად, ალბათ, ჩაანაცვლებს იმ უცოურ დაფინანსებას, რომელიც „ენჯეოების“ მეშვეობით ექსტრემიზმში მიდიოდა“, - განაცხადა წილოსანმა.
„იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით „ქრონიკა“ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია „High School of Georgia“- ს შესახებ, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ კლუბის ორგანიზატორებისგან მიიღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა მტკიცებულებები, თუ როგორ რთავენ ტრენინგებში ახალგაზრდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემის მიხედვით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ლექტორ-მასწავლებლები ღიად ასწავლიან ახალგაზრდებს, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია. მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილია ფრანკლინის კლუბის ანალოგი - იმავე მიზნებითა და იმავე ლექტორებით. დაფინანსების წყარო კი სხვადასხვაა. მათ შორის არის „ჰორაიზონ ეუროფი“ USADI-ის ევროპული ანალოგი. „ევრო დე კონსპირატორი“ და ბანგკოკში მოქმედი ამერიკის საელჩო.