ცნობილი მსახიობი სპორტდარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა
1759175547
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გეგმაზე დათანხმებისთვის და იმ ნდობისთვის, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, შეგვიძლია დავასრულოთ სიკვდილი და განადგურება, რომელსაც ვხედავთ მრავალი წლის, ათწლეულების, თუნდაც საუკუნეების განმავლობაში, და დავიწყოთ უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი თავი მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰამასი უნდა დაეთანხმოს შეთანხმებას. “როგორც გავიგე „ჰამასსაც“ სურს ამის გაკეთება“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ისრაელს ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი 20-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის შემდგომი მმართველობის გეგმა ღაზაში მცხოვრები ხალხისთვის უკვე განიხილა მსოფლიო ლიდერებთან.ქვეყნებს შორის იყვნენ საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები.
„ესენი არიან ის ადამიანები, ვისთანაც ვმუშაობდით, რომლებიც რეალურად ძალიან ჩართულნი იყვნენ ამ მოლაპარაკებებში, გვთავაზობდნენ იდეებს, იმას რასთანაც შეუძლიათ ცხოვრება, იმას რასთანაც არ შეუძლიათ ცხოვრება – საკმაოდ კომპლექსური“, – თქვა ტრამპმა.