ინდოეთში 15 წლის გოგო მდინარიდან წყლის ამოღების დროს ნიანგმა გაიტაცა და დაგლიჯა
1758125977
უკრაინაში დააკავეს ციხის მაღალჩინოსანი, რომელზეც ეჭვობენ, რომ ქართველ კანონიერ ქურდს გაქცევაში დაეხმარა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 2022 წლის 13 ივლისს, რეგიონულმა პროკურატურამ და SBI- მ განაცხადა.
გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, რუსული არმიის სამხედრო შეჭრის აქტიური ფაზის დაწყების შემდეგ, თანამდებობის პირმა „სიტყვიერი უკანონო ბრძანება გასცა“ პატიმრის ტერიტორიიდან გათავისუფლების შესახებ. რის შედეგადაც №91 იზოლატორში, საქართველოს მოქალაქემ 30 წლის გიორგი კილაძემ დატოვა, რომელიც ცნობილია როგორც ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ჰეგა ოზურგეცკი“.