ცნობილია, პირის ვინაობა, რომელსაც მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეძებენ

მირიან კუკავა

ცნობილია იმ ერთი ახლაგზარდის ვინაობაც, რომელსაც მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ეძებენ.

დავით ჯეჯეიშვილს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა,  ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ  დაპირისპირებას შეეწირა. 

ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის  ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის,  შვილია.