შსს-მ ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

ლაშა ნაკაიძე

ცნობილი გახდა, რომ სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით ლაშა ნაკაიძე დააკავეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალის მეგობარმა მიმართა. 

შსს-მ „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის წინააღმდეგ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავა.

126-ე მუხლი ძალადობას, 137-ე მუხლი გაუპატიურებას, 151-ე მუხლი კი მუქარას გულისხმობს.