შანაი ბრუკის მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შანაი ბრუკის მკვლელობაში მსჯავრდებულს

შანაი ბრუკის მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვია.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.