შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ შესაძლო დაზიანების ფაქტზე ექსპერტი იმსჯელებს.
ვიდრე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი პარალელურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე მოკვლევის შესახებ კოკა კაციტაძემ ისაუბრა და გამოძიების დაწყების საფუძველიც განმარტა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უწყებაში გამოკითხვაზე ელოდებიან გია გაჩეჩილაძეს.
„გამოძიება გუშინ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა კაციტაძემ.