ტრაგედია სერბეთში - მატჩის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა
1762242415
                                                                საბერძნეთში, კერძოდ ატიკას მხარეში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი.
ბერძნული გამოძიების ცნობით, ბრალდებული ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს, ნდობაში შედიოდა ოჯახებთან, დასაქმების შემდეგ მოხუცებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მსგავსი მეთოდით ძარცვის ოთხი შემთხვევა. ირკვევა, რომ ქალი მოხუცებს ნარკოტიკებს, ან ფსიქოტროპულ საშუალებებს საკვებში და სასმელში უყრიდა, შემდეგ კი სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.
დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია: ფული, სამკაულები, ფსიქოტროპული აბები, ორი დანა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები. დაკავებული ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.