პოლონეთში, უცხოელი პატიმრების რაოდენობით, პირველ ადგილზე უკრაინელები, მეორეზე კი ქართველები არიან

დაკავება

ბოლო წლების განმავლობაში, პოლონეთის ციხეებში უცხოელი პატიმრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს. მათი ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა უკრაინელი და ქართველია.

2018 წლის 25 ივლისის მონაცემებით, პოლონეთის ციხეებში 77 416 პატიმარი იყო მოთავსებული. მათგან 2 175 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 2021 წლის მონაცემების მიხედვით კი, საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფებოდა 71 148 ადამიანი, მათგან, დაახლოებით, 1 300 - უცხოელი.

პორტალის Kresy.pl ინფორმაციით, ამჟამად პოლონეთში დაკავებულია უკრაინის 956 და საქართველოს 349 მოქალაქე. მათივე ცნობით, 214 ქართველი დროებით არის დაკავებული, დანარჩენს კი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ასევე ნახეთ:

„სიყვარული...“ - მარიკა თხელიძის ოჯახური იდილია (ფოტოები)

სისხლიანი გარჩევის დეტალები - სამი დაჭრილიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

დაკავებულია თურქი კაცი, რომელმაც დაშორების შემდეგ, ქართველი გოგოს შიშველი ფოტოები მის ახლობლებს გაუგზავნა

VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ჩემი ვაჟის დედა იაპონელია... ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... - ტოჩინოშინი ახალ ცხოვრებაზე