ჩემი ვაჟის დედა იაპონელია... ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... - ტოჩინოშინი ახალ ცხოვრებაზე

ტოჩინოშინი ახალ ცხოვრებაზე

ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა 35 წლის ასაკში ტოკიოს ტურნირზე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ლევან გორგაძემ კარიერა 2006 წელს დაიწყო. მისი მთავარი მიღწევები 2018 წლით თარიღდება – მაშინ იანვრის ბაშოზე მან იმპერატორის თასი მოიგო, ივლისში კი სუმოისტების იერარქიაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული – ოძეკის ტიტული მოიპოვა. ის პირველი ქართველი სუმოისტია, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა.

ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა 100 ბაშოში მიიღო.

„კარიერის დასრულების ბოლო დღე და ხარებას პირველი სტუმრობა სუმოს დიდ არენაზე! ჩემი ცხოვრების მეორე დიდი სიხარული და პირველი ვაჟკაცი! მთელი ცხოვრება სპორტს დაუთმე და როცა ვამთავრებდი, მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და ამ ყველაფრის დაძლევაში დიდი წვლილი შეიტანა ამ პატარა კაცმა. მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის. ყველას გიმრავლოთ შვილები“, წერს ლევან ლევან გორგაძე.

კარიერის დასრულების შემდეგ, "ტოჩინოშინს" ინტერვიუ არავისთვის მიუცია. "კვირის პალიტრა" პირველია:

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვაჟიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე: სუმოდან წასვლის შემდეგ, მეგონა, ცხოვრება მთავრდებოდა და ამ რთული პერიოდის დაძლევაში, პატარა ხარება დამეხმარაო. მოგვიყევი შენს შვილზე.

- ხარება გორგაძის მამა სამი თვის წინ გავხდი. ის ჩემი მეორე შვილია, ჩემთან ცხოვრობს და კიდევ უფრო მძაფრად განმაცდევინა რას ნიშნავს მამობა, შვილის მოვლა, მისთვის ღამის გათევა... სამწუხაროდ, ჩემს პირველ ქალიშვილზე - ანასტასიაზე არ მაქვს ამხელა ამაგი... მე იაპონიაში ვარ, ანასტასია კი - მას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, დედასთან, ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს საქართველოში, იშვიათად მაქვს მისი ნახვის ბედნიერება, ფაქტობრივად, ვერ ვმონაწილეობ მის აღზრდაში... ძალიან რთულია, მაგრამ ასე მოხდა.

- ხარებას დედა იაპონელია?

- დიახ. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი - ხარება დავარქვი. მამაჩემის მამას ხარიტონა ერქვა, ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ წლების წინ, იაპონიაში წამოსვლამდე გადავწყვიტე - თუ ვაჟი მეყოლება, ხარება უნდა დავარქვა-მეთქი! მადლობა უფალს, რომ ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა მომცა. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

VIDEO: „მივალ, მივყვები გზას... თავადაც არ ვიცი, რას ვფიქრობ, რას...“ - ვრცელდება სალომე ხეთაგურის უცნობი ვიდეო

VIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა

გაფრთხილება მძღოლებს! აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 აგვისტომდე „მაგნიტური დღეებია“ - რა უნდა გააკეთოთ, რომ საფრთხე თავიდან აირიდოთ

VIDEO: „ვიღაცებს შეიძლება ეს არ მოეწონოთ“ - გაეცანით, 17 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს

ცნობილია ვინ არის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი