სისხლიანი გარჩევის დეტალები - სამი დაჭრილიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ექიმები ლენტი

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა თუშეთის სოფელში. სამი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. დაჭრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო, რის შემდეგაც, მამაკაცები ერთმანეთს შეხვდნენ და კონფლიქტი მოუხდათ. კონფლიქტს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც სამი პირი დაიჭრა.

ერთ-ერთი დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაშია მოთავსებული. მესამე მამაკაცი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული და გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა

VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

VIDEO: „მივალ, მივყვები გზას... თავადაც არ ვიცი, რას ვფიქრობ, რას...“ - ვრცელდება სალომე ხეთაგურის უცნობი ვიდეო

„მშობლების სანუგეშებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ...“ - რას წერს სოფი და გიორგი ყარალაშვილების ახლობელი პრეზიდენტზე

ჩემი ვაჟის დედა იაპონელია... ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... - ტოჩინოშინი ახალ ცხოვრებაზე

დაკავებულია თურქი კაცი, რომელმაც დაშორების შემდეგ, ქართველი გოგოს შიშველი ფოტოები მის ახლობლებს გაუგზავნა

„სიყვარული...“ - მარიკა თხელიძის ოჯახური იდილია (ფოტოები)