რატომ ვამბობთ ტელეფონზე საუბრის დროს „ალო-ს“ - ცოტამ თუ იცის, რა სიტყვას გვთავაზობდნენ მის სანაცვლოდ
1789239774
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის თენგიზ წულაძის განცხადებით, მონრეალის კოგნიტური შკალით სააკაშვილის შეფასების დაბალი მაჩვენებლები შესაძლოა დეპრესიით იყოს გამოწვეული.
ამის შესახებ წულაძემ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ნიკა აბრამიშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც აბრამიშვილი დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა, რომ კვლევის შედეგად მიღებული დაბალ მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზი დეპრესია იყოს.
„შესაძლებელია და ამიტომაც დავწერეთ ჩვენ არადიფერენცირებული. შესაძლებელია იყოს დეპრესია და იმედი მაქვს, რომ დეპრესიაა. თუ ეს თავისით მიმდინარეობს, ასევე დარჩება, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.