VIDEO: რა გამოჩნდა კადრში სააკაშვილის პალატიდან, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია

saakashvilis sasamartlo

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მან სხდომაზე მიმართვა ქართულად და უკრაინულად გააკეთა.

სააკაშვილმა მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა.

მოგვიანებით, მოსამართლემ განმარტა, რომ სააკაშვილს ჩართვის გაგრძელება აღარ სურდა.

სხდომას, ასევე, ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.

ექსპრეზიდენტის დისტანციური ჩართვის დროს, პალატაში კედელზე მისი შვილების ფოტოები გამოჩნდა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია.