მეუღლის გაუპატიურება, ცემა და 14 წელს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება -  კახეთში 40 წლის კაცი დააკავეს

დაკავება

კახეთის პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის გაუპატიურების, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემის, მუქარის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კახეთში 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ.გ. საკუთარ მეუღლეზე -1993 წელს დაბადებულ თ.ც.-ზე. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-137 - მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11'-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11'-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.