მარტვილში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

პოლიცია

მარტვილში, დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამუკას რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება რურუას დამამძიმებელ გარემოში, განზრახ მკვლელობას ედავება. ადვოკატის განცხადებით, რურუა დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო, ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.

შემთხვევა მარტვილის სოფელ მუხურჩაში 8 მარტს მოხდა. დანაშაულის დროს სახლში, 54 წლის მამაკაცი და 86 წლის დედა მარტო იმყოფებოდნენ. ოჯახი მამაკაცის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რურუამ დედა ბლაგვი საგნით მოკლა. მამაკაცი დანაშაულს ორი დღის განმავლობაში მალავდა, ხოლო მკვლელობის დეტალები ოჯახისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათთან პოლიცია მივიდა და რურუა დააკავა.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, გარდაცვლილს სხვადასხვა სახის დაზიანებები თავისა და ზურგის არეში აღენიშნება.