„ის ჩემთვის ძმა არ არის. მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი და...“ - რას ამბობს მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულის ძმა

მარტვილი

მარტვილში დედის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით, უცნობია. ცხედარს სავარაუდოდ შეშით მიყენებული დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავის არეში აღენიშნება.

ქალი ახლობლებს ჯერ გარდაცვლილი ეგონათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ სახლში პოლიცია გამოჩნდა, გაირკვა, რომ ის მოკლული იყო. 

"მყავდა ავადმყოფი ძმა, მაგრამ დაიკარგა, ის ჩემთვის ძმა არ არის. მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი და დედის მიმართა ჩაიდინა ძალადობით სიკვდილი. ამ ზაფხულზე, თავზე ოპერაცია გაუკეთდა და თავზე ჰქონდა პრობლემა. მაგის დასალევზე გაკარება არ შეიძლებოდა,"- აცხადებს დაკავებული ძმა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.