არჩილ გორდულაძე: ირაკლი ღარიბაშვილი რაც უფრო მდარე ხარისხის წერილებს გამოაქვეყნებს, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, სჯობს, რაც აღიარებული აქვს, იმ ბრალს დაემორჩილოს

არჩილ გორდულაძე

ირაკლი ღარიბაშვილი სპეკულაციებს მარტივ ტყუილებზე აგებს და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესია, ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დაემორჩილოს.

მძიმეა საუბარი მმართველი გუნდის ყოფილ ლიდერზე, რომელიც დანაშაულში მხილებულია, დანაშაული აღიარებული აქვს და ახლა ცდილობს, რომ საკუთარი თავი ახლებურად წარმოაჩინოს და ამისთვის სპეკულაციებს იყენებს, მათ შორის ისეთ ტყუილს მიმართავს, რომლის სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია.

სპეკულაციებს მარტივ ტყუილებზე აგებს და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. ეს ყველაფერი მის სამწუხარო მდგომარეობას უსვამს ხაზს. ირაკლი ღარიბაშვილი რაც უფრო ასეთი მდარე ხარისხის წერილებს გამოაქვეყნებს, მით უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. სჯობს, რაც აღიარებული აქვს და რაზეც სასამართლო გადაწყვეტილებაა, იმ ბრალს დაემორჩილოს“, – განაცხადა გორდულაძემ.