ნიკა და ნეკა

ხმაური სასამართლოში: „... ლილოს ბაზარი არ არის... პასუხს მოგთხოვთ ყველას“ - ნეკა დოროყაშვილმა მოსამართლისგან შენიშვნა მიიღო

ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი გრძელდება. ნეკა დოროყაშვილი დაცვის მხარის კითხვებს პასუხობს. სხდომას მოულოდნელად დაგეგმილი თამაშის გამო, ონლაინფორმატში, აღარ ესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ნელი დოროყაშვილმა ამერიკაში ყოფნის პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. ადვოკატები მას უსვამდნენ შეკითხვებს ნიუ-იორკში განვითარებულ მოვლენებზე და რამდენჯერმე გამოთქვეს ეჭვი დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ხმაური გამოიწვია დაცვის მხარის შეკითხვამ, თუ რატომ ხვდებოდა მის მიერ დასახელებული ინციდენტის შემდეგ ქალი ყოფილ მეუღლეს.

დაცვის მხარის ადვოკატებმა დაზარალებულს დაუსვეს კითხვა ნიკოლოზ ბასილაშვილთან შეხვედრისას ის კორტებზე შეიპარა, თუ აკრედიტაციით შევიდა. ამ კითხვას ნელი დოროყაშვილის მხრიდან გაღიზიანება და ადვოკატებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.  ნელი დოროყაშვილმა ადვოკატები დისკრედიტაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო ყველას პასუხი მოეთხოვება. დაპირისპირების გამო ნელი დოროყაშვილმა მოსამართლგან შენიშვნა მიიღო.

მთავარი სიახლეები