იარაღზე რაც თქვა ბადრიმ მე მაგის მჯერა... - ბადრი ესებუას მამა

ბადრი ესებუას მამა

„იარაღზე რაც თქვა ბადრიმ მე მაგის მჯერა, მეტი მე რა უნდა ვთქვა, თავად მე ჩემი შვილი ერთი წუთითაც არ მინახავს სალაპარაკოდ. დანარჩენი რაც ხდება თქვენც იცით, - განაცხადა  „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუამ. 

სასამართლომ 9 თებერვალს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბრალდებულმა ბადრი ესებუამ 5 აპრილს პროცესზე თქვა, რომ იარაღი ნამდვილად მისია, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამით დანაშაული ჩაიდინა.

საქმე იმ იარაღს ეხება, რომელიც ესებუას დაკავების მომენტში რვა თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში ჰქონდა და პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ძირითად საქმეს, სადაც ტერორიზმის ბრალდებაზეა საუბარი, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

მომდევნო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ორშაბათს გაიმართება.