„დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ“ - ბადრი ესებუას პირველი აღიარებითი ჩვენება სასამართლოში

თელავი

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს.

მან ამის შესახებ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე.

„დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი“, - ამბობს ესებუა.

მოსამართლე ეკატერინე ბებიას კითხვაზე, რომელიმე უფლება ხომ არ დარღვეულა მის მიმართ, ესებუამ უპასუხა, რომ არ დარღვეულა.

ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.

სწორედ ამ ეპიზოდზე განაჩენი 5 აპრილს უნდა დადგეს.

ცნობისთვის,საუბარია 8 თებერვლის ეპიზოდზე, როცა ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.