განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უხვმა მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ჩხეიძის ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდი ჩაინგრა. დაზიანდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები.
"სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურას ადგილზე ეცნობა ვიცე მერი გიორგი ჯუღელი, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრთან ერთად. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,” - აცხადებენ მერიაში.