რატი ბრეგაძე ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა

რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

მინისტრმა გამოხატა რწმენა, რომ ახალი 2023 წელი ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის წელი იქნება.

„იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ახალი წელი N 8 პენიტენციური დაწესებულებისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებსაც მიულოცა.