1775986774
ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 35 წლამდე ასაკის კაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა. მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.












