1775986774
უნგრეთში ხმა ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.
ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022 (52,75%), 2018 (53,64%) და 2014 (45,02%) წლებში.
საარჩევნო უბნები უნგრეთში ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება.











