1775986774
აშშ-ის პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირების დაწყების შესახებ გამოაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირების დაწყების შესახებ TRUTH SOCIAL-ზე დაწერა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მან გასცა განკარგულებაც, რომ შტატების ფლოტმა საერთაშორისო წყლებში მოძებნოს და შეაჩეროს ყველა ის ხომალდი, რომელმაც ირანს გადასახადი გადაუხადა.
"არავის, ვინც უკანონო გადასახადს იხდის, არ ექნება უსაფრთხო გადაადგილების უფლება ღია ზღვაში. ბლოკადა მალე დაიწყება. ამ ბლოკადაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან. ნებისმიერი ირანელი, რომელიც ცეცხლს გაგვიხსნის ჩვენ, ან მშვიდობიან გემებს, ჯოჯოხეთში იქნება გასტუმრებული! ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და ჩვენი სამხედრო ძალები ბოლოს მოუღებენ იმ მცირედს, რაც ირანისგან დარჩა" - წერს დონალდ ტრამპი.











