1775936410
ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა
უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა: ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ უკანონო მიგრაცია. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ოჯახები და ჩვენი ცხოვრების წესი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბუდაპეშტი საკუთარ მომავალს თვითონ ჩამოაყალიბებს.
„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.
უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ორბანმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.












