„ნუ გადააბიჯებთ საფლავებს ან მათ შორის არსებულ ბორდიურებს" - ეზოტერიკოსის რჩევა
1775977620
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე არც არასდროს ყოფილა ირანის უფლებამოსილების ქვეშ.
ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის მინისტრი და აბუ დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი სულთან აჰმედ ალ-ჯაბერი სოციალურ ქსელში წერს.
„ამის ნებისმიერი მცდელობა არ არის რეგიონული საკითხი. ეს არის გლობალური ეკონომიკური სიცოცხლის შეფერხება და პირდაპირი საფრთხე ყოველი ქვეყნის ენერგეტიკული, სასურსათო და ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის“, – წერს ალ-ჯაბერი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტის შექმნა უკანონო, საშიში და მიუღებელია და მსოფლიომ ეს არ უნდა დაუშვას.