კარგი ამბავი მათთვის, ვინც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს

ცხოველთა თავშესაფარი

ბორჯომში მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ, ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, ტელეკომპანია „ბორჯომის“ ეთერში, გადაცემა „ინტერაქტივში“ ისაუბრა

„გადაწყვეტილება მიღებულია, ტერიტორია შერჩეული გვაქვს, მიმდინარეობს პროექტის განფასება, თანხებიც მოძიებულია და უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“ , - ასე უპასუხა გადაცემა „ინტერაქტივში“, მიუსაფარი ცხოველების გამო, ქალაქში არსებულ გამოწვევებზე დასმულ კითხვას ბორჯომის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.

მისი განცხადებით მშენებლობის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.