კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა

ალაზანი

კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა.

წყლის დიდი ნაკადის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე.
რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ.

ადიდებულია მდინარე დურუჯიც, რომელმაც მიწის თხრილები გაარღვია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

ადიდედებული ხევების გამო, დატბორილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიცსტიქიის ზონებში მძიმე ტექნიკა მუშაობს.