„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და პარლამენტის წევრის - გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ოზურგეთის ბიუროს უფროსმა ქეთევან ვასაძემ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს.
„დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს. ჩვენი სამააყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი, მეხანძრე-მაშველები, სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ახალ წელს სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, რათა დაცული იყოს თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ოზურგეთის სახელით, მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!" - აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ